Description
მიზნები
მეწარმე ეცნობა ბიზნესის მართვის უმთავრეს სტრატეგიულ მეთოდებს და იყენებს პრაქტიკაში. ის კარგად ერკვევა საკუთარ ბიზნეს გეგმაში და შეუძლია ამ ინსტრუმენტით მუშაობა. სემინარის დანიშნულებაა ასევე დაეხმაროს მეწარმეებს უკეთესად გაითავისონ ბიზნეს ეთიკის პრინციპები.
შინაარსი
ორ დღე ნახევრიან სემინარზე შვეიცარიელი ექპერტები მაგალითებზე დაყრდნობით გასაგებად ხსნიან საწარმოო ეკონომიკასა და ბიზნესის სტრატეგიულ დაგეგმვას შორის კავშირებს. განიხილება შემდეგი თემები:
- Elevator Speech/ ლიფტის საუბარი: 30 წამიან მოკლე პრეზენტაციაში ყვებით თქვენი ბიზნესის ძირითადი არსის და ფირმის უპირატესობების შესახებ. ისაუბრეთ გარკვევით და დამაჯერებლად.
- ღირებულებებზე ორიენტირება და ბიზნესის მართვის მდგრადი ფორმის შერჩევა: ძირითადი ღირებულებების განსაზღვრა. ამით გადაწყვეტილებებისთვის საფუძვლის შექმნა და ყოველდღიურობაში ქცევის მასშტაბების დადგენა.
- პრობლემის კონსტრუქციული გადაჭრა: სტრუქტურული ანალიზით კრიზისში შანსების დანახვა და წარმატებით დაძლევა.
- ბიზნესის სტრატეგიული მართვა: შთამაგონებელი ხედვით და გრძელვადიანი მიზნებით ბიზნესის მომავლის განსაზღვრა. თანამშრომლების მოტივირება და მომხმარებლების აღფრთოვანება.
- ბრენდი: ფირმის სახელის შერჩევა. პრაქტიკული რჩევები ლოგოს დიზაინთან დაკავშირებით. ძლიერი სამარკო ნიშნის შექმნის გზები.
- ასორტიმენტის ჩამოყალიბება: პრაქტიკული მაგალითებით გააზრება, რა პირობებში სჯობს დიფერენცირება და სად დივერსიფიკაცია.
- სტრატეგიული უპირატესობა კონკურენციისას / Unique Selling Proposition (USP) – როგორ შევქმნა სარგებელი მომხმარებლისთვის? როგორ გავხადო ჩემი პროდუქტები და მომსახურება დამაჯერებელი კონკურენციის პირობებში.
- სტრატეგიული წარმატების ფაქტორები: წარმატების ფაქტორების იდენტიფიცირება, რომელიც ბიზნესის მდგრად და გრძელვადიან წარმატებას განაპირობებს და კონკურენციისას უპირატესობების შემქნას და უზრუნველყოფას უწყობს ხელს.
ბიზნეს გეგმის პრეზენტაციით თქვენ სწავლობთ თქვენი ბიზნესის ძირითადი არსის, ბიზნეს მოდელის, საბაზრო სიტუაციის, სტრატეგიის და ფინანსების 7 წუთიან პრეზენტაციაში შეჯამებას. თქვენ მოგეცემათ შანსი გააცნოთ თქვენი ბიზნესი სხვა მონაწილეებსაც და მოისმინოთ მათი აზრი.
ფორმა: სემინარი ინტერაქტიულია და შეიცავს ინდივიდუალურ და გუნდურ სამუშაოებს, ვიდეო მასალას, კვლევებს და მაგალითებს შვეიცარიიდან და მთელი მსოფლიოდან.
ხანგრძლივობა: 2.5 დღე
ღირებულება: 100 GEL
ყავის შესვენება გათვალისწინებულია
მონაწილეები: დასწრება შესაძლებელია ნებისმიერი მსურველისთვის
Reviews
There are no reviews yet.